მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ცნობადობის კვლევის შედეგები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ცნობადობის კვლევის შედეგები
სკოლა-ლაბმა საზოგადოებაში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ცნობადობის შესასწავლად რამდენიმე კითხვით მონაწილეობა მიიღო 2020 წლის შემოდგომის ომნიბუსის კვლევაში, რომელსაც CRRC საქართველო ატარებს. ომნიბუსის მოცემული კვლევა რეპრეზენტატულია და შეიძლება განზოგადდეს მთელს პოპულაციაზე.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 43 %-ზე მეტი აცხადებს, რომ იცის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესახებ. მათგან 93-96% კი ფიქრობს რომ ჯილდო მასწავლებლებს პროფესიულ საქმიანობაში მეტ მოტივაციას აძლევს, ხელს უწყობს მასწავლებელთა თვითშეფასების გაუმჯობესებასა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, ხოლო 90% მიიჩნევს რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს არსებობა იწვევს ახალგაზრდების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესებას.