წერილი დამფუძნებლისგან

მე, როგორც ამაყ ქართველს, მსურს დავინახო ჩემი ქვეყნისთვის უფრო სამართლიანი და წარმატებული მომავალი. ეს იყო ის, რისთვისაც ბადრი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იბრძოდა და მე მინდა ყოველივე ეს მისი სახელით გავაგრძელო. მჯერა, რომ განვითარებისკენ  სწრაფვის გზა ჩვენი ახალგაზრდების განათლებაში მდგომარეობს. სწორედ ამიტომ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის საქმიანობა საქართველოში განათლების სტანდარტის გაუმჯობესებას ეძღვნება.

აგრეთვე ეს  არის თემა, რომელსაც ჩემთვის ძალიან დიდი პირადი მნიშვნელობა აქვს. უნივერსიტეტში ვსწავლობდი უცხო ენებს და მქონდა ღრმა ინტერესი ლინგვისტიკაში და ფილოლოგიაში. ენების შესწავლამ შესაძლებელი გახადა ცოდნის გადაცემა ცივილიზაციისგან ცივილიზაციაზე. მაგრამ კარგი სკოლებისა და თავდადებული პედაგოგების გარეშე, ცოდნა ვერასდროს გადაეცემოდა მომავალ თაობას, რომელიც საშუალებას მისცემდა მათ უკეთესობისკენ შეეცვალათ მსოფლიო მათ ირგვლივ.

მიუხედავად იმისა, რომ ფონდი ადრეული ჩამოყალიბების სტადიაშია, მას დიდი პროგრესი აქვს. რიგი პედაგოგები და სტუდენტები იყვნენ აღიარებულნი ეროვნულ TVET Awards –სა და დაჯილდოვდნენ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე, აგრეთვე ჩვენმა პარტნიორობამ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან, შესაძლებლობა მისცა ათ ქართველ სტუდენტს მსოფლიო კლასის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ხელმისაწვდომობა. მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

ვგეგმავ მივუძღვნა ჩემი დროის დიდი ნაწილი ამ გეგმების განხორციელებას და ფონდის მუშაობას. ვიმედოვნებ, რომ შემომიერთდებით განათლების სისტემის მხარდაჭერისკენ მიმავალ გზაზე, აგრეთვე იმაში რომ დავაფასოთ ამ დარგში მოღვაწე პროფესიონალები და დავეხმაროთ ბავშვებს გაათვითცნობიერონ მათი სრული პოტენციალი, შექმნან უკეთესი მომავალი როგორც საკუთარი თავისთვის ასევე ქვეყნისთვის.

ინა გუდავაძე,

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დამფუძნებელი

წერილი დამფუძნებლისგან