ხსოვნისთვის/გახსენება. ბადრი პატარკაციშვილი
ბადრი პატარკაციშვილი დაიბადა 1955 წელს საქართველოში, ქ. თბილისში. ის გახდა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი და უდიდესი ფილანტროპი.
1980-იანი წლების ბოლოდან ის ხელმძღვანელობდა მსხვილ კომპანიებს, მათ შორის LogoVAZ, ORT (იმ დროისთვის, ყველაზე მსხვილ ტელეარხს რუსეთში) და TV6 Channel–ს. იგი ასევე იყო რუსეთის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური გაზეთი “კომერსანტი”-ის თანამფლობელი და აგრეთვე ჰქონდა ინტერსები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორში მოღვაწე რამოდენიმე მსხვილ კომპანიაშიც. მან საქართველოში დააარსა დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია “იმედი მედია ჰოლდინგი”.
თავისი ცხოვრების მანძილზე ბადრი დიდწილად ახორციელებდა ინვესტიციებს ბიზნესებსა და საქველმოქმედო პროექტებში თავის საყვარელ მშობლიურ საქართველოში. მან თავი დაგვამახსოვრა თავისი გრანდიოზული საქველმოქმედო ჟესტებით, როგორიც არის 2004 წლის ათენის თამაშებში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მონაწილეობის დაფინანსება და გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ბადრიმ მრავალი სოციალური პროგრამისა და კულტურული საქმიანობის სუბსიდირება განახორციელა, და ორჯერ სრულად გადაიხადა ყველა თბილისელის გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადი.
2001 წელს მან დააარსა საქველმოქმედო ფონდი „გამარჯვება“ რომელსაც შემდგომ შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა „პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდი“. ორგანიზაციამ დააფინანსა რამდენიმე პროექტი, მათ შორის სკოლებისა და გასართობი პარკების მშენებლობა, აგრეთვე ისტორიული ნაგებობების აღდგენა. ასევე, აფინანსებდა ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბავშვების მკურნალობას.
ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა. მას დარჩა მეუღლე ინა გუდავაძე და ორი ქალიშვილი, ლიანა ჟმოტოვა და ია პატარკაციშვილი.