გრანტი
პროექტის მიზანია ქართული ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა დისტანციური სწავლების ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელებაში, საუკეთესო გამოცდილებათა თავმოყრა როგორც საქართველოს, ისე უცხოური ქვეყნების მაგალითზე და სკოლის ადმინისტრატორებისათვის ერთიანი სახელმძღვანელო გზამკვლევის შექმნა პრაქტიკული/კონკრეტული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით.
ახალი საგანმანათლებლო პროექტი – პროექტი განხორციელდა COVID19– ის მიერ მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ონლაინ პლატფორმა iSchool და კოალიციამ სკოლებისთვის შეიმუშავა სტრუქტურირებული საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით, ხოლო სკოლამდელი დაწესებულებების მშობლებისთვის კი სატელევიზიო გადაცემა „რჩევები მშობლეებს“. კამპანიას მხარი დაუჭირეს UNICEF– მა, EWMI-ACCESS-მა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა.
პროექტის ამოცანები და საქმიანობის მიმართულებებია
- დისტანციური სწავლების განვლილი პროცესის კვლევა
- დისტანციური განათლების ადმინისტრირების სახელმძღვანელოს შედგენა
- დისტანციური განათლების ადმინისტრირების სახელმძღვანელოს პილოტირება, რეცენზია და განახლება
- დისტანციური განათლების ადმინისტრირების სახელმძღვანელოს გამოცემა ბეჭდური/ელექტრონული სახით და პრეზენტაცია.
გრანტის მიმღები
განთლების კოალიცია 2013 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში. კოალიცია არის განათლების გლობალური კამპანიის წევრი და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და კამპანიებში.
განათლების კოალიცია აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო (მაგ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) ადგილობრივ (მაგ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და საერთაშორისო აქტორებთან (მაგ. UNICEF).