გრანტი
პროგრამა მიზნად ისახავს დაწყებით კლასებში მოსწავლეზე ორიენტირებული მდგრადი რეფორმის განხორციელებას. სისტემური რეფორმის ფარგლებში პროგრამა გავლენას მოახდენს საქართველოში დაწყებითი განათლების სექტორით დაინტერესებულ ყველა მხარეზე, მათ შორის, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებსა და მათ ოჯახებზე, მასწავლებლებზე, დირექტორებზე, უნივერსიტეტებზე,
ადგილობრივ ორგანიზაციებსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე. საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ინსტიტუციონალიზაციას მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეფორმისა და განათლების პოლიტიკისა და სასწავლო პროცესის კვლევაზე დაფუძნების გზით.
პროექტის ამოცანები და საქმიანობის მიმართულებებია
- მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია: ცალკეული რეგიონების საუკეთესო მასწავლებლების წარმოჩენა, წახალისება და საზოგადოებისათვის გაცნობა. 2020 წლის ნოემბერში USAID საბაზისო განათლების პროგრამა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოაცხადებს კონკურსს საუკეთესო მასწავლებლების გამოსავლენად. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებულები 2021 წლის მაისში დასახელდება.
- მშობლებისა და საზოგადოების ეფექტიანი ჩართულობის წახალისება: პროგრამის ფარგლებში დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები მოსწავლეთა მშობლებისა და საზოგადოების ჩართულობით, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებისა და შედეგებზე, ხელს შეუწყობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას.
- პროექტის მესამე ინიციატივაში, სახელწოდებით „ახალი თაობა“ ჩაერთვებიან რვა რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტი და მათემატიკისა და წიგნიერების სპეციალისტები. მასწავლებელთა მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან ერთად შემუშავდება სკოლისშემდგომი აქტივობები არაფორმალური განათლების ფორმატში. აქტივობები მიმართული იქნება მოსწავლეებში 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარების განვითარებისკენ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად და ქვეყნის ადამიანური კაპიტალის გასავითარებლად.
პროექტის ძირითადი აქტივობების განრიგი
ფონდის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტს ხელი მოეწერა 10 ნოემბერს, 2020 და მისი ხანგძლივობაა ერთი აკადემიური წელი.
გრანტის მიმღები
USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა არის ოთხწლიანი (2020 წლის იანვარი – 2024 წლის იანვარი) პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და მას ახორციელებს სამმხრივი მიმართულების კვლევების ინსტიტუტი (RTI). პროგრამა მიზნად ისახავს დაწყებით კლასებში მოსწავლეზე ორიენტირებული მდგრადი რეფორმის განხორციელებას. სისტემური რეფორმის ფარგლებში პროგრამა გავლენას მოახდენს საქართველოში დაწყებითი განათლების სექტორით დაინტერესებულ ყველა მხარეზე, მათ ორის, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებსა და მათ ოჯახებზე, მასწავლებლებზე, დირექტორებზე, უნივერსიტეტებზე, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე. საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ინსტიტუციონალიზაციას მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეფორმისა და განათლების პოლიტიკისა და სასწავლო პროცესის კვლევაზე დაფუძნების გზით. ეს მიზანი მიიღწევა სამი ამოცანის განხორციელებით:
- მოქმედი მასწავლებლები და დირექტორები წარმართავენ მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს.
- მომავალი მასწავლებლები იძენენ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების უნარ-ჩვევებს, ხოლო მომავალი დირექტორები – საგანმანათლებლო ლიდერების უნარებს.
- საგანმანათლებლო პოლიტიკა შემუშავებულია მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით.