გრანტი
საგნობრივი ასოციაციები მასწავლებლების პროფესიული სწავლების მნიშვნელოვანი წყაროა. საგნობრივი ასოციაციები, რომლებსაც მასწავლებლებისთვის მასწავლებლები ხელმძღვანელობენ, აერთიანებს/მოიცავს სასარგებლო რესურსებს, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ატარებენ კონფერენციებს, გამოსცემენ საინფორმაციო ბროშურებს და ჟურნალებს, მიყავთ სადისკუსიო ფორუმები და ატარებენ მათ პროფესიასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს.
2016 წელს კოალიციამ “განათლება ყველასათვის – საქართველო” (GCEFA) ჩაატარა საგნობრივი ასოციაციების სიტუაციური ანალიზი და დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგ მათგანს აქვს კარგი, ძლიერი ადამიანური კაპიტალი, თითქმის ყველა შემთხვევაში, მათ არ გააჩნიათ ფინანსური რესურსები, დასაქმების/შერჩევის/ჩართვის სტრატეგიები და ფონდების მოძიების უნარი.
საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციების შესაძლებლობების/ კომპეტენციის/ პოტენციალის განვითარება/გამტკიცება/გაზრდა (ინსტიტუციონალური განვითარება). შესაბამისი რესურსია საჭირო იმისათვის, რომ საგნობრივი ასიციაციები გაძლიერდნენ და განვითარდნენ სათანადო ხარისხით, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ ეფექტურად ფუნქციონირება.
შემდეგი პროფესიული საგნობრივი ასოციაციები განიხილებიან ტრენინგების და საგრანტო განაცხადის წარდგენისთვის, თუმცა სხვა ასოციაციებისთვისაც ღიაა კარი
- ასოციაცია ბიო (ბიოლოგიის მასწავლებელთა ასოციაცია)
- საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
- სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმი
- ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია
- საქართველოს მათემატიკის მასწავლებელთა ასოციაცია
- საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია
- საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია
პროექტის ზოგადი/მთავარი სტრატეგია
ინსტიტუციური განვითარებისათვის შემოთავაზებული იქნება კომპლექსური 2-ეტაპიანი პროგრამა, რომელიც შედგება შესაძლებლობების განვითარებისა და ქვე-საგრანტო საქმიანობისგან.
ეტაპი 1:
- სემინარი კამპანიების ჩატარების შესახებ, რათა მოიზიდონ და შეინარჩუნონ წევრები. ჩატარდება მარკეტინგისა და კომუნიკაციის ექსპერტის მიერ
- მენტორობის და ქოუჩინგის სპეციალურად შექმნილი სესიები ასოციაციებისათვის, რომლებიც იღებენ გრანტებს
ეტაპი 2:
- ღია კონკურსი იმ საუკეთესო პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ საგნობრივი ასოციაციების ინსტიტუციონალურ განვითარებას
გრანტის მიზნები
მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციების მხარდაჭერა, მათი მდგრადობის, წევრობის ბაზის გაზრდის და მომსახურების გააფართოების მიზნით.
გრანტის მიმღები
კოალიცია “განათლების ყველასათვის – საქართველო” (GCEFA) 2013 წელს დაარსდა. 15 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შექმნილი, GCEFA არის განათლების გლობალური კამპანიის წევრი და მხარს უჭერს საქართველოში EFA დეკლარაციის პრინციპების განხორციელებას. ორგანიზაციის მიზანია განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა.
კოალიცია არის სამოქალაქო მოძრაობის „გლობალური კამპანია განათლებისთვის“, წევრი. კოალიციის მისიაა გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე, რათა უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უფლება, მიიღოს ხარისხიანი განათლება. მოძრაობა იუნესკოს გლობალური კამპანიის ეგიდით მიმდინარეობს. GCEFA ახორციელებს საქმიანობას „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.
ვადები
2018 აპრილი | მასტერკლასის/სასწავლო პროგრამის მომზადება სასწავლო კურსის ჩატარება სატენდერო დოკუმეტაციის მომზადება საორგანიზაციო/სამეთვალყურეო კომიტეტის შექმნა წინადადებების შეფასების პროცედურის შემუშავება კონკურსის გამოცხადება |
---|---|
2018 მაისი | წინადადებების შერჩევა კონტრაქტების გაფორმება შერჩეულ ასოციაციებთან |
2018 ივნისი– 2019 თებერვალი | პროექტების მონიტორინგი მენტორული სემინარები |
2018 სექტემბერი –ნოემბერი | პროექტების შუალედური მიმოხილვა/შემოწმება |
2019 მარტი | პროექტების დახურვა/დასრულება და შედეგების შეფასება |