გრანტი
სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი განათლების კოალიციის ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედ დირექტორებს.
მონაწილეობის მსურველი ელექტრონულ განაცხადს ავსებს განათლების კოალიციის ვებგვერდზე – www.efageorgia.ge
კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 14 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო წარმართავს. საბჭოში შედიან განათლებისა და მართვის სპეციალისტები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლის შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.
გრანტის მიზნები
- სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდა;
- წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის;
- სკოლის შიდა ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ორიენტირებულია სწავლა სწავლების გაუმჯობესებაზე, უსაფრთხო და პოზიტიური კლიმატის შექმნაზე და სასკოლო კულტურის გაღრმავებაზე.
გრანტის მიმღები
კოალიცია 2013 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში.
ვადები/განრიგი
აგვისტო-ოქტომბერი | კონკურსის მოსამზადებელი სამუშაოები |
---|---|
29 ოქტომბერი | კონკურსის გამოცხადება / სააპლიკაციო ეტაპის გახსნა |
29 ოქტომბერი-16 იანვარი | საკომუნიკაციო კამპანია |
16 იანვარი | სააპლიკაციო ეტაპის დასასრული |
თებერვალი | საბჭოს მიერ აპლიკაციების შეფასება და ფინალისტების გამოვლენა |
22-23 თებერვალი | სამუშაო სემინარი |
მარტი | გასაუბრება |
მარტი-აპრილი | ადგილზე ვიზიტები |
25 მაისი | დაჯილდოების ცერემონია |