ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის მხარდაჭერაში მაქსიმალურ ეფექტს მივაღწევთ თუკი ვასწავლით მათ, ვინც ასწავლის, ხელს შევუწყობთ მათ განვითარებას, ვინც ჩვენი ახალგაზრდების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ფონდი ახდენს ფოკუსირებას ისეთი პირობების შექმნაზე, რომ საგანმანათლებლო სისტემის თითოეული მონაწილე შეძლებს პროფესიულ დაახლოებას და შეიტყობს ახალი შესაძლებლობების შესახებ. ამდენად, უნდა მივცეთ ცოდნა მათ, ვინც თავად გასცემს ცოდნას. მიგვაჩნია/გვჯერა, რომ განათლების სისტემის განვითარება ეფუძნება გამჭვირვალობას, მოქმედებების თანმიმდევრულობას და კონკურენტულ გარემოს.
გვსურს შემოვიტანოთ საერთაშორისო გამოცდილება, შევქმნათ საზოგადოებრივი და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის სრულყოფილი მხარდაჭერის სისტემის შესაქმნელად, რათა დავეხმაროთ მათ, ვინც თავად ეხმარება.